კორონავირუსის 4 732 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 72 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 732 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 812 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 72 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 707 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 426, „პისიარ“ ტესტით – 19 281.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 9,33%, ბოლო 14 დღის – 9,77%, ბოლო შვიდი დღის – 9,11%.

კარანტინის რეჟიმშია 54, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 614 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 175 პირი.

კომენტარის დატოვება