საქართველოში კორონავირუსის 4 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 77 პაციენტი

  • საქართველოში კორონავირუსის 4 446 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 320 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 77 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 50 026 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 31 072, „პისიარ“ ტესტით – 18 954.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის – 8,89%, ბოლო 14 დღის – 9,63%, ბოლო შვიდი დღის – 9,05%.

კარანტინის რეჟიმშია 52, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 505 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 170 პირი.

კომენტარის დატოვება