მარტვილსა და მესტიაში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯამში დაკავებულია 10 პირი.

უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1957 წელს დაბადებული ე.ნ. მარტვილის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მდებარე ხის სათავსოდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 83 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი ბრალდებულის – 1997 წელს დაბადებული გ.ფ. მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, შაშხანა, 1 მჭიდი და 13 საბრძოლო ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ჩამოთვლილ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება