- ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
ამავე ცნობით, მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.
მოძრაობა ასევე თავისუფალია საავტომობილო გზის კმ70-კმ186 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე.