- ზუგდიდის და მესტიის მუნიციპალიტეტები კონკურსის „სუფთა რეგიონი 2021“-ის გამარჯვებულები არიან.
დაჯილდოების ცერემონიალზე ზუგდიდი ყველაზე სუფთა მუნიციპალიტეტად დასახელდა, მესტია ყველაზე სუფთა დაბად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭკადუაში ყველაზე სუფთა სოფლად, ხოლო ნომინაცია „ლამაზი ეზოს“ გამარჯვებული ზუგდიდის სოფელ ცაიშში ბესიკ პერტაიას ეზო გახდა.
კონკურსი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ორგანიზებით გამოცხადდა. კონკურსი პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ტარდება.