- ეცერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური გზიდან სოფელ ბარშამდე გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ცენტრალური გზის სავალი ნაწილიდან სოფელ ბარშამდე მთლიანად მოეწყო მონოლითური ცემენტობეტონის საფარი. ასევე მოეწყო გვერდულები და ხელოვნური ნაგებობები (ცხაურები, გაბიონები, კიუვეტები, მილხიდების სათავისები).
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალურ გზაზე მიერთებების მოწყობის სამუშაოები.
გზის ღერძის მარჯვნივ არსებულ ღელეზე, რომელიც გამუდმებით აზიანებდა სავალ ნაწილს, გზის პროფილის გასწვრივ მოეწყო 2 მეტრი სიმაღლის დამცავი ნაგებობები.
უწყების ცნობით, პროექტი მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 11 70742 ლარია.
სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ელექტრონულ ტენდერში (NAT210004333) გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „კოლხიდა“, ხოლო პროექტზე ზედამხედველობას ახორციელებს შპს „ჯეო ექსპერტი“.
პროექტის ზედამხედველის ინფორმაციით სამუშაოები სექტემბრის თვეში დასრულდება.