- სვანეთმა მთელი მსოფლიოს მოლაშქრეებს უმასპინძლა. 8 ქვეყანა, 110 რეგისტრირებული მონაწილე მთელი მსოფლიოდან და სვანეთი, როგორც საერთაშორისო სათავგადასავლო მოვლენის ცენტრი – 25 აგვისტოს, HIGHLANDER Georgia-მ სტარტი აიღო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამდღიანი ლაშქრობის ფარგლებში მონაწილეებმა სვანეთის სხვადასხვა ლოკაციები დალაშქრეს.