- მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში დღეს ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ განახლდა.
სასწავლო პროცესის დაწყება მესტიის N 1 , მესტიის N 2 , მესტიის N 3 საჯარო სკოლებს და წმ. ილარიონ ქართველის მესტიის მართლმადიდებლურ სკოლა- გიმნაზიას, პირველკლასელებს და პედაგოგებს დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველმა სოციალური და კულტურის საკითხებში ლევან კიკვიძემ პირადად მიულოცა.