მესტიის მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

  • ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაზერში, მულახის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოლაშში და დაბა მესტიაში, 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარეობს.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერისს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება შეადგენს 4 707 850 ლარს.

პროექტის ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას, რეკრეაციული ზონის და ეზოს კეთილმოწყობას, გასართობი ატრაქციონებით, სათამაშო ქვიშის მოედნებით, საქანელებით, ეზოს სკამებით, სასრიალოებით, საცოცი გასაძრომი კონსტრუქციებით, საჩრდილობელი ფანჩატურებით, ნაგვის ურნებით და სასმელი წყლის შადრევნებით (ე.წ სოკოს).

სამივე შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.

სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT220014851) გამარჯვებული კომპანია შპს. “ბანი” ასრულებს.

ამ ეტაპზე დაწყებულია კოლონა-რიგელების არმირების სამუშაოები. სამუშაოების შესრულების ვადა გახლავთ 18 თვე.