- მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის თემის სოფელ ქურაშში წმინდა გიორგის ტაძარში დაბრძანებულ მე-12 საუკუნის ხელნაწერ სახარებას – ქურაშის ოთხთავს, რესტავრაცია ჩაუტარდება.
ეცერის თემის წარმომადგენლებსა და ეროვნულ არქივს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის ხელმომწერებიც, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, სოფლისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე, სვანეთის წარმომადგენლები – თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი და ვიტია ჯაფარიძე არიან.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, აქტის თანახმად, ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს სსიპ “საქართველოს ეროვნულ არქივში“ ჩაუტარდება სარესტავრაციო პროცედურები და 18 თვის შემდეგ, კვლავ ტაძარს დაუბრუნდება.