- საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები.
სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 24 დეკემბერს, ღონისძიება გაიმართება მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საახალწლო ღონისძიებები დაიწყება 14:00 საათზე.
14:00 – 20:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული
14:00 – 19:00 – საბავშვო სივრცე: თამაშები, ანიმატორები და ზღაპრის გმირები
14:00 – 16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
14:30 – 18:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
16:00 – 16:25 – თოჯინების თეატრი
16:30 – 17:00 – აზოტის შოუ
17:00 - 18:00 – ანსამბლი „ბანი“
18:00 – 19:00 – რეზო და ბავშვები
19:00 – საზეიმო ფოიერვერკი
ფოტო: ინტერნეტი