- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიაში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები.
საქართველოს რეგიონებში სახალწლო ღონისძიებები დღეს მესტიიდან აიღებს სტარტს. მესტიაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართება, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვისაა გათვლილი.
საკონცერტო სცენა დღის განმავლობაში ადგილობრივ ანსამბლებს დაეთმობა, საღამოს კი ანსამბლი „ბანი“ და ჯგუფი რეზო და ბავშვები იმღერებენ.