- ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე, დიდთოვლობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული შეზღუდვებით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის აკრძალულია მისაბმელი, ნახევრადმისაბმელი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დაბალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.