- „USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა“ აცხადებს საგრანტო განაცხადების მიღებას, სათავგადასავლო ტურიზმისა და ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების მიმართულებით.
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა, ტურიზმის სექტორში ჩართული მიკრო და მცირე ბიზნესების პროდუქტიულობის ამაღლებისა და რეგიონალურ, ეროვნულ და საერთაშორისო ბაზრებთან ინტეგრირების გზით ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას სამიზნე მუნიციპალიტეტებში: ყაზბეგი, ონი, მესტია, დუშეთი, საჩხერე და წალენჯიხა.
მეტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 1 მარტს „USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა“ მესტიის მუნიციპალიტეტში ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრას, განაცხადის წარდგენის პროცედურებისა და განაცხადის ფორმის შესახებ პოტენციური განმცხადებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა და განაცხადების წარდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით.
მისამართი: დაბა მესტია, სეტის მოედანი N1 (მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული)
შეხვედრის დრო: 13:00 საათი.
საინფორმაციო შეხვედრების დროს დაინტერესებულ განმცხადებლებს საშუალება ექნებათ, დასვან კითხვები და მიიღონ განმარტებები გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ.
დამატებითი დეტალებისთვის იხილეთ საგრანტო კონკურსის ბმული.