- საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრომ, მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც 2021-2022 წელს, საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს, საჩუქრად პორტატული კომპიუტერები გადასცა:
კომპიუტერები გადაეცათ: დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეს ლუკა უმფრიანს. მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს: ლევან, ნინო, საბა მჭედლიანებს, ლიზი ხერგიანს. სოფელ კალის საჯარო სკოლის მოსწავლეს მარინა მარგველანს. სოფელ იფარის საჯარო სკოლის მოსწავლებს: მალხაზი გულბანს და დავით პირველს. სოფელ ლატალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს მარიამ თამლიანს და ნატა ფირცხელანს. სოფელ ბეჩოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს მარიამ აფრასიძეს და ქეთევან კვიციანს. სოფელ მაზერის საჯარო სკოლის მოსწავლეს სალომე კვიციანს. სოფელ ცხუმარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს: მარიამ არღვლიანს და ანა გერლიანს. სოფელ ფარის საჯარო სკოლის მოსწავოლეებს: დავით ვიბლიანს და ნიკა სუბელიანს. სოფელ ნაკრის საჯარო სკოლის მოსწავლეს თაკო ცინდელიანს. სოფელ ხაიშის საჯარო სკოლის მოსწავლეებს: მარიამ გელოვანს, სალომე ზუმაძეს და ლიზი ჭკადუას. სოფელ იდლიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებს: გივი, მადონა, მარიამ კვანჭიანებს და ილია ჭკადუას.