- მესტიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების გაერთიანებაში შემავალი ბაგა-ბაღების პერსონალის წახალისების მიზნით ღონისძიება გაიმართა. ნაყოფიერი და წარმატებული საქმიანობისთვის გაერთიანების თანამშრომლებს საგანგებო ჯილდოები გადაეცათ.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბაგა-ბაღების აღმზრდელებს, ღირსეულად გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება მიულოცა მერის მრჩეველმა სოციალურ და კულტურულ საკითხებში ლევან კიკვიძემ.
ღონისძიებას ლეო ფილფანის სახელობის კინოსა და თეატრისცენტრმა უმასპინძლა. საღამოს მსვლელობა წარიმართა ორიგინალურ ფორმატში. დაჯილდოებული კოლეგების მხარდაჭერისთვის საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა თავიანთი უნარები არ დაიშურეს და შთამბეჭდავად წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე.