- 20-დან 22 ივლისამდე, სვანეთის მთებმა HIGHLANDER Svaneti x Georgia 2023 ღონისძიებას უმასპინძლა, რომელშიც მსოფლიოს 10 ქვეყნის 165-მა ჰაილენდერმა მიიღო მონაწილეობა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 20 ივლისს, ლენჯერის თემის სოფელ ქაშუეთიდან, Highalnder პეგასუსის მონაწილეების აღებულ სტარტს, 21 ივლისს, უღვირის ტბასთან, ორიონის მარშრუტის მოლაქრეებიც შეუერთდნენ. 3-დღიანი სალაშქრო ფესტივალი სოფელ ხალდეში დასრულდა.
HIGHLANDER Georgiaს სალაშქრო ფესტივალს M.T.A. Mountain Trails Agency-ის გუნდიც შეუერთდა.
“სვანეთის ბუნებასთან, მის ეკომრავალფეროვნებასა და კულტურასთან ზიარების, ადგილობრივი გასტრონომიის აღმოჩენისა და ადგილობრივებთან დამეგობრების 3-დღიანი ფესტივალი, დაუვიწყარი ემოციებისა და გამოცდილების შექმნის მიზეზად იქცა ჰაილენდერებისთვის. საერთაშორისო ლაშქრობის ფესტივალი HIGHLANDER SVANETI x GEORGIA ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით პროექტ GRETA-ს ფარგლებში ხორციელდება”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.
ფესტივალის მასპინძელი: DMO ShanLand.
ღონისძიების პარტნიორები: მთის ტრასების სააგენტო (MTA), USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა,საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, Puma Georgia STEP’N, World Class, GeoLand, East Point, Biliki App, Co-working space Terminal, BMG group. სოციალური მედია პარტნიორია: Marketer.ge და „გაატარე 4 სეზონი საქართველოში”.