- მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ლიეტუვის ქალაქ ტელშაის დელეგაციას უმასპინძლა, მათი ვიზიტი სვანეთობის დღესასწაულთან იყო დაკავშირებული.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის მერი და მერის მრჩეველი კულტურის და სოციალურ საკითხებში ლევან კიკვიძე შეხვდნენ ქალაქ ტელშაის მერს, ტომას კატკუს და მერიის წარმომადგენლებს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალაქებს შორის არსებულ და მომავალ თანამშრომლობაზე.
შეხვედრაზე მერებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს ახალგაზრდული ბანაკებთან დაკავშირებით, რაც ხელს შეუწყობს ქალქაებს შორის ურთიერთობას და კულტურული მემკვიდრეობის გაცვლა გამოცვლას.
ინფორმაციისთვის: 2018 წელს მესტიის მუნიციპალიტეტსა და ტელშაის მუნიციპალიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც გულისხმობს ტურიზმის, ბიზნესის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში თანამშრომლობას.