მესტიის მუნიციპალიტეტი 2023 წლის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას შეუერთდა

  • 10-12 ნოემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტი 2023 წლის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას შეუერთდა. პროგრამას საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია ოლიმპიადა ახორციელებს. ოლიმპიადა მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგნიზებით იმართება.

შეჯიბრი ხუთ სახეობაში – ბადმინტონში, კალათბურში, მინი ფეხბურთში, ფრენბურსა და გეზრბენში გაიმართა.

მუნიციპალურ თამაშებში საპრიზო ადგილები მოიპოვეს:

ბადმინტონი (ვაჟები):

I ადგილი – მესტიის #3 საჯარო სკოლა

ბადმინტონი (გოგონები):

I ადგილი -წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის სკოლა გიმნაზია

კალათბურთი (ვაჟები):

I ადგილი – წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის სკოლა გიმნაზია

II ადგილი – გუნდი „ლომები“ (წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის სკოლა გიმნაზია დამესტიის #3 საჯარო სკოლის გუნდების გაერთიანება)

III ადგილი – მესტიის #2 საჯარო სკოლა

გეზრბენი (ვაჟები):

I ადგილი – მესტიის #2 საჯარო სკოლა

II ადგილი – ცხუმარის საჯარო სკოლა

III ადგილი – ეცერის საჯარო სკოლა

გეზრბენი (გოგონები):

I ადგილი – ცხუმარის საჯარო სკოლა

II ადგილი – ეცერის საჯარო სკოლა

III ადგილი – ბეჩოს საჯარო სკოლა

მინი ფეხბურთი (გოგონები):

I ადგილი – ცხუმარის საჯარო სკოლა

II ადგილი – ეცერის საჯარო სკოლა

III ადგილი – ლენჯერის #2 საჯარო სკოლა

მინი ფეხბურთი (ვაჟები):

I ადგილი – ნაკრის საჯარო სკოლა

II ადგილი – ეცერის საჯარო სკოლა

III ადგილი – ცხუმარის საჯარო სკოლა

მაგიდის ჩოგბურთი (ვაჟები):

I ადგილი – ცხუმარის საჯარო სკოლა

II ადგილი – ჭუბერის საჯარო სკოლა

III ადგილი -იფარის საჯარო სკოლა

ფრენბურთი (გოგონები):

I ადგილი – ჭუბერის საჯარო სკოლა

აქვე მოგახსენებთ, რომ პირველი ადგილისთვის ბრძოლა ფრენბურთში ვაჟთა შორის გაიმართება უახლოეს მომავალში, შეხვედრა გაიმართება ნაკრას საჯარო სკოლასა და ჭუბერის საჯარო სკოლის გუნდებს შორის.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართულია საქართველოს მასშტაბით მრავალი მუნიციპალიტეტი. ოლიმპიადის თამაში შედგება 4 ეტაპისაგან: მუნიციპალური, რეგიონული, ზონალური და დასკვნითი თამაშები. ოლიმპიადაში ჩართულია მესტიის მუნიციპალიტეტის 16 საჯარო და კერძო სკოლები სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულებიდან. თამაშები ტარდება შემდეგ სახეობებში: მინი ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ბადმინტონი, კალათბურთი და გეზრბენი. ფეხბურთი, ბადმინტონი, ფრენბურთი და კალათბურთი ჩატარდა დაბა მესტიის ცენტრალურ სტადიონზე, მაგიდის ჩოგბურთი კი ლერი ნაკანის სახელობის სპორტულ დარბაზში, ხოლო გეზრბენი გაიმართა აღმაშენებლის ქუჩაზე.

მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული, გამარჯვებული გაემგზავრება რეგიონულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს