დავით მუშკუდიანი ჭაბუკ მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს

  • ერევანში, ჭაბუკ მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც წარმატებით ასპარეზობს მესტიის მუნიციპალიტეტის კრივის სკოლის წარმომადგენელი დავით მუშკუდიანი.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დავითმა ტურნირის ერთერთი ფავორიტი, ევროპის ორ გზის ფინალისტი გერმანელი სპორტსმენი დაამარცხა და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა. ნახევარფინლის საგზურისთვის ბრძოლა 29 ნოემბერს გაიმართება, სადაც ინდოეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდბა.