- მესტიის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები და პრიორიტეტები დამსწრე საზოგადოებას, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, თეიმურაზ ნავერიანმა გააცნო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მომხსენებლის განმარტებით, ადგილობრივი ბიუჯეტის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს:
1. ინფრასტრუქტურა 17% – მუნიციპალურ გზების შეკეთება რეკონსტრუქციის ხარჯები, გარე განათების და წყლის სისტემების ხარჯები, მოედნების და სკვერების კეთილმოწყობის ხარჯები და სხვა;
2. გარემოს დაცვა 8% – დასუფთავების ხარჯები, გამწვანების ხარჯები და სხვა;
3. განათლება 10% – სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების და მშენებლობის ხარჯები, საშუალო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირება და სხვა;
4. კულტურა და სპორტი 16%: სამუსიკო და სპორტული სკოლების ხარჯები, ახალგაზრდული პროგრამების ხარჯები და სხვა;
5. ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 11% – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხარჯები, ფულადი სოციალური დახმარებები მკურნალობაზე, სხვადასხვა სოციალური ხასიათის მუნიციპალური პროგრამები;
6. მმართველობა 14% – მერიის და საკრებულოს ფუნქციონირების ხარჯები, მათ შორის, თანამშორმელთა ხელფასები) და საერთო დანიშნულების ხარჯები 24 %.
“ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი, საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, საკრებულოს წევრები, მერიის და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წარმომაგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. მოსახლეობასთან ბიუჯეტის განხილვა შემდგომშიც გაგრძელდება და უკვე კორექტირებულ ბიუჯეტს საკრებულო დეკემბრის ბოლომდე დაამტკიცებს.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.