- დღეს, 20 დეკემბერს, მესტიაში სათხილამურო სეზონი გაიხსნა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მესტია-ჰაწვალისა და ჰაწვალი-ზურულდის დამაკავშირებელი საბაგიროები დამსვენებლებს მიიღებს 10:00-დან 16:00 საათამდე.
“თეთნულდის სასრიალო არეალზე, გაიხსნა შემდეგი საბაგიროები: ჩვაბიანი და ჯუმბერ კახიანი. აბონემენტები ხელმისაწვდომია კურორტის სალაროებში.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.