- Ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 73-ე კილომეტრზე, ხაიშის მონაკვეთთან კლდოვანი მასა ისვე ჩამოიშალა, რის გამოც ხაიშიდან მესტიის მიმართულებით მოძრაობა შეწყვეტილია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისრაციის ინფორმაციით, იმავე მონაკვეთზე კლდე წუხელაც ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები დილას განხორციელდა, თუმცა მალევე ქვათაცვენა ისვე განმეორდა.
“საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება გაწმენდითი სამუშაოები, გზის გახსნის შემსახებ დამატებით გეცნობებათ. მოქალაქეებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებისგან.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.