- დედაენის დღესთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულ ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორულ ცენტრში, ა.ა.ი.პ “მესტიის ბიბლიოთეკის” ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით “ო, ენავ ჩემო”.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: ლენჯერის # 1 საჯარო სკოლა; ლენჯერის # 2 საჯარო სკოლა; წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზია; მესტიის # 1 საჯარო სკოლა; მესტიის # 3 საჯარო სკოლა; ბეჩოს კულტურის სახლი; იფარის # 1 საჯარო სკოლა. მესტიის # 2 სასჯარო სკოლა.