- 4 ივნისიდან 11 ივნისის ჩათვლით, სიღნაღის მუნიციპალიტეტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ “სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ მასპინძლობდა, სადაც მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურის და ხელოვნების ცენტრის სპექტაკლმა “უშბა და და თეთნულდი“ მეორე ადგილი მოიპოვა.
ფესტივალი მეორე წელია ტარდება. წელს, გაიზადრა ფესტივალის მასშტაბი და საერთაშორისო სტატუსი მიიღო. ფესტივალში მონაწილეობას იღებდა სახალხო სამოყვარულო თეატრალური დასები. 13 საკონკურსო დასს შორის 5 უცხოური თეატრი იღებდა მონაწილეობას (ესპანეთი, თურქეთი, პოლონეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები).
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თეატრმცოდნე და რეჟისორებისგან დაკომპლექტებული 5 ჟიურის წევრი აფასებდა ფესტივალს, მათ შორის გახლდათ ორი უცხოელი ჟიურის წევრი ესტონეთიდან და რუმინეთიდან. კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სპექტაკლები:
I ადგილი – „ფიროსმანი“ მოხეტიალე მთვარის თეატრი.
II ადგილი – „უშბა და თეთნულდი“ მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრი.
III ადგილი – „მეთორმეტე სახლი“მელექ სეილანი და მისი გუნდი (თურქეთი).
გამარჯვებულ თეატრებს გადაეცათ ფულადი პრემიები და კომპანია „ზარაფხანას” მიერ სპეციალურად ფესტივალისთვის დამზადებული ჯილდოები.
„