მესტია მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

  • 23 – 27 ივლისს, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საპატიო სტუმარი-ლეგენდარული-რაინჰოლდ მესნერი იქნება.

25 ივლისს, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ ლეგენდარული რაინჰოლდ მესნერის მასტერკასს.

“რაინჰოლდ მესნერი – ლეგენდარული მთამსვლელი, რომელმაც დაიპყრო დედამიწის თოთხმეტივე რვაათასმეტრიანი მწვერვალი, გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია, ტიბეტის, გობის და თაკლა მაკანის უდაბნოები…

და წელს რაინჰოლდ მესნერი კავკასიონისკენ მოემართება ჩვენი, მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების ფესტივალისკენ, როგორც მთავარი საპატიო სტუმარი, როგორც მთის ფილმების რეჟისორი და როგორც ოსტატი.”-აღნიშნულია ინფორმციაში.