მესტიის მუნიციპალიტეტში მოქმედი სათემო ორგანიზაციების საყურადღებოდ

  • საქართვლოს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ასოციაცია (GALAG) USAID ძლიერი სოფლის პროგრამა / USAID Resilient Communities Program-ის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს.

პროექტის მიზანი სათემო ორგანიზაციების უნარების გაძლიერება და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნაა, რომლის ფარგლებშიც სათემო ორგანიზაციის წევრებს საჭიროების კვლევის და პროექტების წერის ტრენინგები ჩაუტარდებათ.

ტრენინგზე დასასწრებად სათემო ორგანიზაციის წევრებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ შემდეგ ბმულზე:

მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული სათემო ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 26 ივლისი.

შეგახსენებთ, რომ USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის ფარგლებში აღნიშნული პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება და მოიცავს საქართველოს 11 მუნიციპალიტეტს: ზუგდიდი, მესტია, ონი, გორი, ხაშური, დუშეთი, საჩხერე, კასპი, წალენჯიხა, ყაზბეგი და ქარელი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ GALAG – საქართველოს ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების ასოციაციას Facebook გვერდზე.

ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს