- მესტიის მუნიციპალიტეტს რაინჰოლდ მესნერი ეწვია. საპატიო სტუმარს მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი და საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე დახვდნენ.
ცნობილი ალპინისტი 23 – 27 ივლისს მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს დაესწრება.
23 ივნისს, ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ დაესწრონ რაინჰოლდ მესნერის მასტერკლასს.
ინფორმაციითვის: რაინჰოლდ მესნერი – ლეგენდარული მთამსვლელი, რომელმაც დაიპყრო დედამიწის თოთხმეტივე რვაათასმეტრიანი მწვერვალი, გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია, ტიბეტის, გობის და თაკლა მაკანის უდაბნოები.
ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს