- მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულში წუხელ კაფე “ენგური” დაიწვა.
ინფორმაციას და ფოტოებს სოციალურ ქსელში ნათია ჯიმშეიშვილი ავრცელებს.
“თუ ვინმე ერთხელ მაინც ნამყოფი ხართ უშგულში გეცოდინება “კაფე ენგური”. სასწაული გარემო, ულამაზესი ფანჩატურებით, სულ ციცხლად განახლებული. საპირფარეშოში მაინც გექნებათ იქ შევლილი. ერთადერთი ადგილი იყო სადაც ტურისტებს ფულს არ ახდევინებდნენ და თავისუფლად შეეძლოთ ტუალეტით სარგებლობა. გუშინ ღამე ეს კაფე მიწასთან გაასწორა ხანძარმა.”-წერს ის.