დაბა მესტიაში, ელექტრომომარაგებისათვის – 10 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში, ელექტრომომარაგებისათვის – 10 კვ ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, სამშენებლო სამუშაოების ღირებულება 297 941 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT240016213) გამარჯვებული კომპანია შპს „მოდენ ენერჯი გრუპი“ ასრულებს.

პროექტით განსაზღვრულია ქვესადგურ „მესტია 35/10“-დან ახალი 10 კვ ძაბვის ორჯაჭვა ეგხ-ს მშენებლობა. საჰაერო ეგხ-ს მშენებლობისთვის ერთის ნაცვლად განსაზღვრულია ორი დამოუკიდებელი ფიდერის დადგმა და 48 ცალი ახალი საყრდენი დგარის მონტაჟი.