- სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება.
უწყების ცნობით, აღწერის პირველ ეტაპზე, რომელიც 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მოსახლეობას საშუალება ექნება, გაიაროს თვითრეგისტრაცია.
“თვითრეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ შენ შეძლებ თავად შეავსო კითხვარი და უპასუხო აღწერისთვის ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას
კითხვარის შევსება მარტივად, ნებისმიერი ბრაუზერით და ინტერნეტთან დაკავშირებული მოწყობილობით შეგიძლია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე: https://www.geostat.ge/ka
აღწერის მეორე ეტაპი 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება და ჩვენი ინტერვიუერები კარდაკარის პრინციპით შეაგროვებენ ინფორმაციას. გახსოვდეს, რომ აღწერის დროს გაცემული პირადი ინფორმაციის კონფიდენციალურობა კანონით დაცულია. მიიღე მონაწილეობა აღწერაში და შეიტანე შენი წვლილი ქვეყნის განვითარებაში”.-აღნიშნულია ინფორმაციაში.