- 1 იანვრიდან ამოქმედდა მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის, სტიქიის და სიძველის შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამა.
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამის მიზანია სიძველისა და სტიქიის (მათ შორის ხანძრის) შედეგად დაზიანებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება დაუსაფრთხო გარემოს შექმნა, ასევე მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.