მერია – “ლაჯანურის“ ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა

  • მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომლები მესამე დღეა ურთულეს კლიმატურ პირობებში ცდილობენ „ლაჯანურის“ დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის შეკეთებას.

“ადგილზე მისასვლელად მუშაობს ორი ერთეული მძიმე ტექნიკა, მაღალი თოვლის საფარის გამო, დაზიანების ადგილამდე მისვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ამ ეტაპზე, მესტიის მუნიციპალიტეტი მარაგდება მხოლოდ “ჯვარის” ელექტროგადამცემი ხაზით, რომელიც ვერ უზრუნველყოფს სრულ მოხმარებას, აღნიშნული გარემოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება გრაფიქით ხორციელდება.

“ლაჯანურის” ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა რთული კლიმატური პირობების გამო და აღნიშნული არ უკავშირდება მუნიციპალიტეტში მიმდინარე ღონისძიებებს ან ელექტროენერგიის მაღალ მოხმარებას.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.