მთის დღეებთან დაკავშირებით, 22 ივლისს, მესტიის ცენტრიდან უღვირის მიმართულებით და პირიქით, მესტიის მიმართულებით მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოყოფილი ტრანსპორტი. ტრანსპორტირება მოხდება ყოველ სრულ საათზე.
Blog
მესტიის საკადასტრო სამუშაოების მონაცემები გამოქვეყნდა
მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მესტიის, ხულოს, ხობის, დმანისისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა. მონაცემების გაცნობა შესაძლებელია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge , www.slr.napr.gov.ge მესტიის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე https://mestia.gov.ge მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, ადმინისტრაციული ერთეულების: მულახის, ლენჯერისა და ლატალის ადმინისტრაციულ შენობებში. ასევე, იუსტიციის...
ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების მკურნალობა სახელმწიფოს დაფინანსებით თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში იქნება შესაძლებელი
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვს, სახელმწიფო დაფინანსებით, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობა, საქართველოსთან ერთად, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის წამყვან კლინიკებში ექნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. პროექტის წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. უცხოეთში სერვისის მიმწოდებლად, წინასწარი ბაზრის კვლევის საფუძველზე, უკვე შერჩეულია თანამედროვე სტანდარტების,...
მესტიის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, უამინდობის გამო გზებზე ცუდი ხილვადობა იყო, რის შედეგადაც, მანქანა მდინარეში გადავარდა.
მესტიის სალოტბარო სკოლის ვიზიტი ტელშაიში
28 ივნისიდან 2 ივლისამდე ლიეტუვის რესპუბლიკის ქ. ტელშაიში ჩატარდა რიგით მე - 12 საერთაშორისო ფოლკლორული და ახალგაზრდული ფესტივალი, სადაც მიწვეული იყო მესტიის სალოტბარო სკოლა ვახტანგ ფილფანის და გოდერძი აფციაურის ხელმძღვანელობით. ჯგუფს ხელმძღვანელობდა მესტიის მერის მრჩეველი კულტურის და სოციალურ საკითხებში, ლევან კიკვიძე. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალში ბალტიის პირეთის სხვადასხვა ქვეყნის...
მესტია ახალ რეანომობილს მიიღებს
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სეერვისის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის უშუალო ჩართულობით და ძალისხმევით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მესტიის მუნიციპალიტეტი თანამედროვე სტანდარტის, სრულად აღჭურვილ ახალ რეანომობილს მიიღებს. უწყების ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადა ვაკანსიები შემდეგი მიმართულებით: მედდა- სამი პოზიცია; მძღოლი- სამი პოზიცია;
მოსახლეობას მოუწოდებენ ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, ტყეში დაიცვან უსაფრთხოების წესები და დადგენილი აკრძალვები. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს. “ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. შესაბამისად, გაზრდილია ტყის ხანძრების რისკები. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე კოცონის დანთება დასაშვებია ცეცხლის დასანთები ადგილის (ბაქანი) წინასწარი მოწყობის შემთხვევებში. ბაქნის წინასწარი მოწყობა...
გარემოს ეროვნული სააგენტო: შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, გასულ კვირას განხორციელებული კვლევების შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია. უწყების ცნობით, ინფორმაცია საჯარო და გამჭვირვალეა. “როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს...
დღეს, ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
დღეს, 3 ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრირებულია გამოსაცდელთა რეკორდული რაოდენობა – 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. 2023 წელს მთელი საქართველოს მასშტაბით სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში,...
სვანური დღესასწაულები-“ელობ”
''ელობ''ანუ-ელიობა 2 აგვისტოს იმართება სვანეთში. ძირითადად, დღესასწაულობენ ბეჩოელები და ჯგრანაშელები. ელობაზე, სოფლის მოსახლეობა, მიდის ელიას სახელობის ტაძარში. ლოცვის შინაარსი სხვა დღესასწაულებისგან განსხვავდება. ამ დღესასწაულზე შესთხოვენ უფალს უხვ მოსავალს და კარგ ამინდებს იმისთვის, რომ ნათესები არ გაუფჭდეთ. იქვე მოწყობილ ქვაზე ცხვება სეფისკვერები და ხაჭაპური. ლოცვის შემდეგ იმართება ტრაპეზი. წყარო: ინტერნეტი