Blog

ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების საბოლოო შედეგები შეაჯამა. აღნიშნულის შესახებ ცესკო განცხადებას ავრცელებს. შემაჯამებელი ოქმის თანახმად, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 3 508 294.  არჩევნებში მონაწილეობა  2 111 834 -მა ამომრჩეველმა მიიღო. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ბარიერი 5-მა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. ესენი არიან:  ქართული ოცნება;...

თოვის გამო, სვანეთის გზებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ101-კმ184 (ლახამულა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ100 (ზუგდიდი-ლახამულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

წარჩინებულ კურსდამთავრებულებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დღეს, მესტიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, პროგრამა "ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 15 მოსწავლე დაჯილდოვდა. ინფორმაციისთვის: პროგრამას "ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს.

16 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი. საქართველოს ტერიტორიაზე ზოგან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება...

15-18 ნოემბერს მოსალოდნელი ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი, ხოლო 16-17 ნოემბერს დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. 18 ნოემბერს ისევ უნალექო ამინდი იქნება. “თბილისში 15 და 18 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 16-17 ნოემბერს წვიმა და ქარია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში...

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობის მიმართავს

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობის საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს: "მესტიის მუნიციპალიტეტის ხაიშისა და ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულებში კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამ ეტაპზე, ტრანსფორმატორი გათიშულია, კრიზისულად გაზრდილი ტვირთის გამო ტრანსფორმატორის გადაწვის თავიდან აცილების მიზნით. აღნიშნულ თემებში, ელექტროენერგიის მოხმარების სავალალო ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია უკონტროლო კრიპტო მაინინგთან. მოგიწოდებთ მაინერების მფლობელებს, გამორთეთ ე.წ....

14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის აღწერა იწყება

სტატისტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 14 ნოემბრიდან საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა იწყება. უწყების ცნობით, აღწერის პირველ ეტაპზე, რომელიც 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება, მოსახლეობას საშუალება ექნება, გაიაროს თვითრეგისტრაცია. “თვითრეგისტრაცია გულისხმობს იმას, რომ შენ შეძლებ თავად შეავსო კითხვარი და უპასუხო აღწერისთვის ყველა მნიშვნელოვან შეკითხვას კითხვარის შევსება მარტივად, ნებისმიერი ბრაუზერით და...

მომდევნო დღეებში, თბილი და უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ნოემბრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით თბილი და უნალექო ამინდი, აღმოსავლეთ საქართველოში კი 13 ნოემბერს ზოგან მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. “თბილისში 12 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება, 13 ნოემბერს კი მოიღრუბლება და მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14...

მესტიაში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საჰაერო და მიწისქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მაგისტრალის მშენებლობა მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის 14 995 434 ლარი დაიხარჯება, პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე წელს სამუშაოები ჩატარდება დაბა მესტიიდან ლახამულას ტერიტორიულ ერთეულამდე, დარჩენილი...

დაბა მესტიაში გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა

მესტიის მუნიციპალიტეტის მეიის ინფორმაციით, დაბა მესტიაში აეროპორტის მიმდებარედ გზის გარე განათების მოწყობის სამუშაოები დასრულდა. უწყების ცნობით, გარე განათების 1,6 კმ-იანი პროექტის განხორციელების სახელშეკრულებო ღირებულებაა 537 000 (ხუთას ოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი. "მშენებლობისთვის გამოყენებული მოწყობილობა და მასალები სრულად შეესაბამება სტანდარტების მოთხოვნებს, ქსელის ტექნიკურ ძაბვას და გარემო პირობებს. სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში (NAT240013018)...