Blog

მესტიაში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიაში დღეს წინასაახალწლო ზეიმი გაიმართება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დილიდან აქტიურად მიმდინარეობს სამზადისი, ეწყობა საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებულია ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. საქართველოს რეგიონებში სახალწლო ღონისძიებები დღეს მესტიიდან აიღებს სტარტს. მესტიაში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები...

მესტიის №1 საბავშვო ბაღში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

მესტიის №1 საბავშვო ბაღში ტრადიციული საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საზეიმოდ მორთულ დარბაზში პატარებმა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს. ზეიმის დასასრულს პატარებს ლამაზი სურვილებით ახალი წელი მიულოცა თოვლის ბაბუამ და თითოეული მათგანი ტკბილეულით დაასაჩუქრა. ბავშვებმა ძალიან ისიამოვნეს, მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. პატარა აღსაზრდელების მიერ შესრულებულმა საახალწლო სახალისო...

3-6 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2023 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით დღეები უქმე დღეებად განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ და სისტემაში შემავალ სამსახურებს და მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ...

მესტია “Best Tourism Villages by UNWTO“-ის გამარჯვებულია

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის Best Tourism Villages by UNWTO-ის ერთ-ერთი გამარჯვებული მესტიაა. ინფორმაციას ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. "გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პროექტის „Best Tourism Villages by UNWTO“ -ის ერთ-ერთი გამარჯვებული მესტიაა. აღსანიშნავია, რომ მესტია შერჩეულ იქნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი 57 ქვეყნის 130-ზე მეტი დანიშნულების ადგილის...

მესტიაში საახალწლო ღონისძიებები 24 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მესტიაში, 24 დეკემბერს, ღონისძიება გაიმართება მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. საახალწლო ღონისძიებები დაიწყება 14:00 საათზე. 14:00 - 20:00​ - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ტკბილეული 14:00...

განმეორებითი ტექინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. „აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს...

მესტიაში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და ააიპ "მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის" დახმარებით, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ერთმანეთს მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, კალათბურთში და კროსში ეჯიბრებოდნენ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები და საპრიზო ადგილებში შემდეგნაირად გადანაწილდა: მინი ფეხბურთი; I ლატალი II ცხუმარი მინი ფეხბურთი, გოგონები; I...

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12...

იდლიანის ტერიტორიულ ერთეულში 130 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტში იდლიანის ტერიტორიულ ერთეულში 130 მეტრი სიგრძის დაკიდული ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 402 310 (მილიონ ოთხას ორი ათას სამას ათი) ლარს შეადგენს. ხიდის მშენებლობის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იდლიანის მოსახლეობისთვის. იდლიანის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენის ინფორმაციით, მოსახლეობისთვის ამ ხიდის მშენებლობა ოცნებადაც კი...

დაბა მესტიაში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

დაბა მესტიაში თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სკვერის მოწყობისთვის მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმარველობის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 258 516 ლარი. პროექტის ფარგლებში მოეწყო სპორტული ტრენაჟორების მოედანი და საბავშვო გასართობი ატრაქციონები. მოედნებზე დაიგო კაუჩუკის სპეციალური ფილები, ხოლო სპორტული ტრენაჟორების მოედანზე მოეწყო ლითონის კონსტრუქცია და გადაიხურა პროფფენილით. სკვერში...