Blog

იაპონიის საელჩო მესტიას საზოგადოებრივ ავტობუსს შეუძენს

საქართველოში იაპონიის საელჩოს ინფორმაციით, იაპონიის საელჩო პროექტის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტს პირველ საზოგადოებრივ ავტობუსს უყიდის. "იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, ხელი მოეწერა პროექტს, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტისთვის პირველი საზოგადოებრივი ავტობუსის შეძენას გულისხმობს. პროექტის მიზანია, დაბა მესტიაში და მიმდებარე სოფლებში გაუმჯობესდეს ადგილობრივი მოსახლეობის მობილობა, რათა გაიზარდოს ხელმისაწვდომობა პროდუქტებზე, სერვისებზე და კრიტიკულად მნიშვნელოვან...

ფარის ტერიტორიულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს

მესტიის მუნიციპალიტეტის ფარის ტერიტორიულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. მესტიის მუნიცი-პალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულებაა 2 130 434 (ორი მილიონ ას ოცდაათი ათას ოთხას ოცდათოთხმეტი) ლარი. საავტომობილო გზა იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის 101-ე კილომეტრის მიმდებარედ და გრძელდება ჩრდილოდასავლეთით სოფ.ფარის მიმართულებით, სადაც გაივლის სოფ.ლამხერს და სოფ.ზაგარის მიმდებარე ტერიტორიას....

ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დეკანოზ ბესარიონ ნიჟარაძის დაბადებიდან 170 წლისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონფერენციის თემატიკა ორ ნაწილად იყო დაყოფილი. ღონისძიების პირველი ნაწილი ეხებოდა ბესარიონ ნიჟარაძის გახსენებას, სადაც მისასალმებელი სიტყვით აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, ვიცე-პრემიერი, თეა წულუკიანი, თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ჯაბა...

ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ დაიხურა

ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ დაიხურა. დასკვნით ღონისძიებაზე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს უმასპინძლა და მათ სვანეთის ისტორიის შესახებ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში დაცული მასალა - ექვთიმე თაყაიშვილის სვანური ექსპედიციის ფოტოები და ბესარიონ ნიჟარაძის საარქივო მასალის გამოფენა დაათვალიერებინა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. "მივესალმები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და ჩვენს ყველა სტუმარს....

სვანური სამართლისა და სვანური ტოპონიმების შესახებ საჯარო ლექციები და დისკუსიები – ,”სვანური დღეები” ორბელიანების სასახლეში

ორბელიანების სასახლეში „სვანეთის დღეები“ საჯარო ლექციებითა და დისკუსიებით გრძელდება, რომელიც სვანურ სამართალსა და სვანურ ტოპონიმებს შეეხება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საჯარო ლექცია თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო სამსონიამ ჩაატარა და საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ამ სამეცნიერო დარგის ყურადღებისათვის. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რადგან ივანე ჯავახიშვილის შემდეგ, ჩვენი დარგისთვის ასეთი ყურადღება...

რეალურ დროში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება უკვე ზუგდიდშიც შესაძლებელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან, “B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურშიც შეძლებენ, რადგან ზუგდიდში უკვე დასრულდა გზებზე მიმდინარე შესაბამისი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. “პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მომსახურების სააგენტოს 10 სტრუქტურულ ერთეულშია...

“სვანეთის დღეებით“ გაიხსნება ორბელიანების სასახლეში “რეგიონების კვირეული”

"რეგიონები ორბელიანების სასახლეში"  21 ნოემბერს ,,სვანეთის დღეებით“ გაიხსნება და 3 დღეს გასტანს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კვირეულის დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და  მათი პოპულარიზაცია, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე. სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის კულტურა და მისი თანამედროვე წარმომადგენელი, სვანეთის ადგილობრივი...

მესტიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 16-17 ნოემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი (ჰარმონიზაციის ცენტრი). უწყების ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები ჩატარდა მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან, საკრებულოს წარმომადგენლებსა და ა(ა)იპ-ების დირექტორებთან, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის ცნობადობის გაზრდის მიზნით. შეხვედრაზე, მიმდინარეობდა შიდა აუდიტის სუბიექტის...

“შემოდგომის გაცილება”

მესტიის მესამე საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება, სახელწოდებით "შემოდგომის გაცილება". მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგებოდა. მოსწავლეები აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ პედაგოგ დოდო მერლანის ლექსებით და შეასრულეს სხვადასხვა ნაწარმოებების მიხედვით დადგმული თეატრალური წარმოდგენები. ღონისძიების მეორე ეტაპზე კი მოეწყო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. მოსწავლეებმა გასაყიდად გამოიტანეს საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრები და მათ საკუთრებაში არსებულ...

გაიმართა მიხეილ ხერგიანის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი, საერთაშორისო მემორიალის, დახურვის ცერემონია

მესტიის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში, „კლდის ვეფხვად“ წოდებული, ლეგენდარული მთამსვლელის, სპორტის საერთაშორისო ოსტატის, მიხეილ ხერგიანის 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი, საერთაშორისო მემორიალის, დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა მეკლდეურობაში. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოების წინაშე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ მიხეილ ხერგიანის მეგობრები, მოსწავლეები და ოჯახის წევრები, რომლებმაც გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები მთამსვლელის ცხოვრებიდან. აღსანიშნავია,...