Blog

მესტიის სოფელ ლატალის ტყეში ხანძარია

სვანეთში, სოფელ ლატალში, ტყეს ცეცხლი გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოები. პროცესში ჩართული არიან როგორც მაშველები, ასევე ვერტმფრენი.

მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში დაიწყო

1 სექტემბერს, ავღანეთში 2010 წლის 5 სექტემბერს გმირულად დაღუპული, მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის, სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული ტურნირი, მინი ფეხბურთში დაიწყო. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ინიციატივითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას...

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია 

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ავიაციაც მონაწილეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

“ხალდეობის” დღესასწაული აღინიშნა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კალას ადმინისტრაციულ ერთეულში „ხალდეობის“ დღესასწაული აღინიშნა. ღონისძიება მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის და “ხალდეს აღორძინების ფონდის” ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ხალდეველების შთამომავლები ესწრებოდნენ. მესტიის მუნიციპალიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა „რიჰომ“, ხალდეს აჯანყებისთვის მიძღვნილი სვანური ხალხური სიმღერით “გაულ გავხე” - ღონისძიება ოფიციალურად გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ხალდეს...

სვანეთმა მთელი მსოფლიოს მოლაშქრეებს უმასპინძლა

სვანეთმა მთელი მსოფლიოს მოლაშქრეებს უმასპინძლა. 8 ქვეყანა, 110 რეგისტრირებული მონაწილე მთელი მსოფლიოდან და სვანეთი, როგორც საერთაშორისო სათავგადასავლო მოვლენის ცენტრი - 25 აგვისტოს, HIGHLANDER Georgia-მ სტარტი აიღო. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამდღიანი ლაშქრობის ფარგლებში მონაწილეებმა სვანეთის სხვადასხვა ლოკაციები დალაშქრეს.

25-27 აგვისტოს “Highlander სვანეთი, საქართველო“ გაიმართება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით 25-27 აგვისტოს სვანეთში ლაშქრობის მოყვარულთათვის „Highlander სვანეთი, საქართველო“ გაიმართება. პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ცნობილ მოგზაურ ბლოგერს პიტერ ვოთსონს მასპინძლობს. საერთაშორისო პროექტის „Highlander“-ის მსოფლიო ელჩი და სამოგზაურო პლატფორმა “Atlas & Boots”-ის ბლოგერი საქართველოში პროექტში „Highlander სვანეთი, საქართველო“ მიიღებს მონაწილეობას. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში ცნობილმა...

ცხუმარის გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება

მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში 2587 მ. სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაგებულია ასფალტობეტონის საფარი 1,8 კმ-ზე. პროექტის ფარგლებში დასრულდა ნაპირდამცავი გაბიონების მშენებლობის სამუშაოები და სანიაღვრე მილების სათავისების მოწყობა. ასევე მოეწყო საყრდენი კედლები გაბიონში ქვის წყობით და ბაგირი-ზღუდარის მონტაჟი შეღებვით. ამ ეტაპზე ხორციელდება დარჩენილი გზის...

ბარშამდე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ეცერის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცენტრალური გზიდან სოფელ ბარშამდე გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ცენტრალური გზის სავალი ნაწილიდან სოფელ ბარშამდე მთლიანად მოეწყო მონოლითური ცემენტობეტონის საფარი. ასევე მოეწყო გვერდულები და ხელოვნური ნაგებობები (ცხაურები, გაბიონები, კიუვეტები, მილხიდების სათავისები). ამ ეტაპზე მიმდინარეობს ცენტრალურ გზაზე მიერთებების მოწყობის სამუშაოები. გზის ღერძის...

ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომატებული ტემპერატურისა და უნალექო ამინდების გამო მოსახლეობას აფრთხილებს. “გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების...

საგანგებო-მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთასვლელს შორის კომუნიკაცია შედგა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მწვერვალ თეთნულდის მიმდებარედ დარჩენილ 3 მთასვლელს შორის კომუნიკაცია შედგა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. "მთასვლელთა განცხადებით, თავს კარგად გრძნობენ, არ ესაჭიროებათ მაშველთა დახმარება და გადაადგილდებიან დამოუკიდებლად დასახლებული პუნქტის მიმართულებით. მაშველთა ჯგუფი უცხოელ მთასვლელთა შესახვედრად საპირისპირო მიმართულებით კვლავ აგრძელებს ქვეითად მოძრაობას. სამაშველო...