Blog

მესტიაში “მთის დღეები” მიმდინარეობს

მთის კვირეული ფარგლებში დღეს ღონისძიება მესტიაში გაიმართა. სამეგრელი-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ფესტივალს ჰეშკილმა უმასპინძლა, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიულ-შემეცნებითი კუთხეები. მთის დღეების მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: ანსამბლი „გორდელა“, ნოდარიკო...

კელი დეგნანი ვიზიტით მესტიაში იმყოფებოდა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა, დაბა მესტიაში, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ქალბატონ კელი დეგნანთან შეხვედრა გამართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის თემა იყო მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა. ელჩმა მუნიციპალიტეტის მერისგან მიიღო ინფორმაცია ზემო სვანეთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის, ტურიზმის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების შესახებ....

გაიმართა ლეო ფილფანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება

სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმში ჩატარდა გენიალური სვანი მსახიობის, ლეო ფილფანის ხსოვნისადმი მიძღვნილი პერფორმანსი, "რადგან ყველა ომი ტყუილია". მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება შექმნა ლეო ფილფანის შვილიშვილმა, მსახიობმა, ნინო ფილფანმა და მიუძღვნა ის ბაბუის 88 წლის იუბილეს. ღონისძიებში მონაწილეობდნენ მესტიელი ახალგაზრდები. ღონისძიება ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველწლიურად აღინიშნება.

ქვისცვენის გამო, კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის 182-ე და 183-ე კილომეტრზე, კერძოდ კალა- უშგულის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე ე.წ. “დევის ნაშენის” მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა და გზა ჩაკეტა. ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის 182-ე და 183-ე კილომეტრზე, კერძოდ კალა- უშგულის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე ე.წ. “დევის ნაშენის” მონაკვეთზე მიწა-კლდის მასა ჩამოიშალა და...

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდი - ჯვარი - მესტია - ლასდილის 182-ე და 183-ე კილომეტრზე, კერძოდ კალა- უშგულის დამაკავშირებელ ტერიტორიაზე, ე.წ. “დევის ნაშენის” მონაკვვეთზე ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციისთვის: დილიდან ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა, მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკა.

მესტია ლასდილის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთსა და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ187-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

მესტიაში უკანონო იარაღი ამოიღეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1974 წელს დაბადებული ო.ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით,...

მიქაელ მალაზონიას  TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას

TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....

მესტიას ავსტრიის ელჩი სტუმრობდა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი, მერის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი, მერიის სხვა სამსახურების თანამშრომლებთან ერთად, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში თომას მიულმანს და პროექტ GRETA-ს ხელმძღვანელს, რიკარდო მონტანარის შეხვდნენ. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე და საჭიროებებზე.მათ ასევე განიხილეს ურთიერთანამშრომლობის სამომავლო გეგმები. შეხვედრის დასასრულს, მესტიის მერმა სტუმრებს ვიზიტისთვის...

მესტიაში საქველმოქმედო მარათონი „ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი წესია“ გაიმართა

დაბა მესტიაში, საქველმოქმედო მარათონი „ჯანსაღი ცხოვრება ჩვენი წესია“ გაიმართა. შეჯიბრი მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის #2 საჯარო სკოლის პედაგოგის, ნაზიბროლა გულბანის ინიციატივითა და ამავე სკოლის დირექციის ორგანიზებით ჩატარდა. 2,5 კილომეტრიან გარბენში მონაწილეობა მიიღეს მესტიის სხვადასხვა სკოლის მოსწავლე ახალგაზრდებმა, პედაგოგებმა და მშობლებმა. მონაწილეთა შორის საპრიზო ადგილები დაიკავეს: I – IV კლასი:...