მესტია ლეო ფილფანის 90 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ დღეებს უმასპინძლებს

მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის პარტნიორობით, უმასპინძლებს ლეო ფილფანის 90 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ დღეებს. 9 ივლისი,19:00 საათი, კინო ჩვენება - დისკუსია; “ხევსურული ბალადა” - რეჟისორი: შოთა მანაგაძე; (მოდერატორი - კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძე, სტუმარი - თეატრმცოდნე...

სიახლეა ონკოპაციენტებისთვის

ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ჯანდაცვის სამინისტროში მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სარჯველაძემ მათ სხვადასხვა თერაპიისთვის საჭირო მედიკამენტების გაცემის წესის ახალი პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, წამლები პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებებში იქნება ხელმისაწვდომი. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ბენეფიციარებს, აღარ მოუწევთ, სააფთიაქო ქსელებიდან, კლინიკაში, მედიკამენტების თავად მიტანა – პროცედურაზე მისულ ყველა პაციენტს,...

მაღალმთიანი დასახლებების განვითარების და მისი სამოქმედო გეგმის განხილვა გაიმართა

მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიისა და მისი 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების შესახებ საჯარო განხილვა-დისკუსია გაიმართა. სტრატეგიის უმოკლეს ვადებში დამტკიცების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაიწყო რეგიონებში გასვლა და კონსულტაციების გამართვა. სტრატეგიის შესახებ პრეზენტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული...

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა

ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები დაამუქონ 60 პროცენტამდე, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. “მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე,...

ერთიანი ეროვნული გამოცდები აბიტურიენტებს მიმართავს

ხვალიდან, 3 ივლისიდან, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს აბიტურიენტებს, რომ გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას გამოცხადდნენ, ასევე თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი. “გამოცხადდით გამოცდაზე ბარათზე მითითებულ დროსა და ადგილას; თან...

1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. უწყების ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).

სოფიო ქუხილავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისურ ენის მასწავლებელი სოფიო ქუხილავა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია. ათეულის ვინაობა დღეს, 28 ივნისს გახდა ცნობილი. გამარჯვებული 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს გამოვლინდება.

“თეატრალური ფესტივალი – 2024“ გაიმართა

20-23 ივნისს, რეგიონული განვითარების ფონდის ორგანიზებით, "თეატრალური ფესტივალი -2024“ გაიმართა. ფესტივალს ლანჩხუთის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ ფესტივალზე მონაწილეობა მიიღო რეგიონული განვითარების ფონდის ეცერის თეატრალურმა დასმა, რომელმაც კომედიური ჟანრის ზღაპარი „ბრემენელი მუსიკოსები“ წარმოადგინა ფესტივალზე მონაწილეობდნენ ასევე ხონის, ახალციხის, ქედის, ახმეტის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, თერჯოლის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების თეატრალური...

ცესკო საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირებას იწყებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩეველთა ინფორმირების შემდეგ ეტაპზე გადადის და ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა, „ელექტრონული არჩევნების საყოველთაო დემონსტრირება“ მიმდინარე წლის 6 ივლისიდან განხორციელდება და მისი მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. „ამომრჩეველთა ინფორმირების...

სოლომონ პავლიაშვილს საპატიო გარეჯელის წოდება მიენიჭა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების მინისტრის მოადგილეს სოლომონ პავლიაშვილს საპატიო გარეჯელის წოდება მიენიჭა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოლომონ პავლიაშვილი მესტიის საპატიო მოქალაქეცაა, მან ეს წოდება, კოვიდ პანდემიის დროს, მესტიის მუნიციპალიტეტის და მისი მოსახლეობის მიმართ გამოხატული განსაკუთრებული ყურადღების და გაწეული შრომის გამო დაიმსახურა.