გზების დეპარტამენტი: რიკოთზე გადაადგილებას სატვირთო ტრანსპორტიც შეუზღუდავად შეძლებს

რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი სატვირთო ავტოტრანსპორტისთვისაც გაუქმდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, რიკოთის არსებული (ძველი) გზის 149 კმ-თან მოეწყო შემოსავლელი გზა, რომელზეც გადაერთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა. შესაბამისად, მიმდინარე წლის 30 იანვრიდან რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.

ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან მედიას უთხრა, მას აქვს შეთავაზება “ქართული ოცნებისგან”, რომ უხელმძღვანელოს პარტიის პოლიტსაბჭოს. ინფორმაციისთვის: “ქართული ოცნების” პარტიული ყრილობა პირველ თებერვალს გაიმართება.

მესტიას სამი ახალი სამგზავრო ავტობუსი გადაეცა

მესტიის მუნიციპალიტეტს თანამედროვე, ევროპული სტანდარტის, „ისუზუს“ ფირმის 3 სამგზავრო ავტობუსი გადმოეცა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში 154 ერთეული ავტობუსი ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტს ეტაპობრივად გადაეცემა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. " მესტიის მუნიციპალიტეტისთვის ახალი ავტობუსების შესყიდვა...

მესტიაში ფესტივალი “გიზ-გიზი” გაიმართება

საქართველოს ოთხივე სათხილამურო კურორტზე 3 დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი“ გაიმართება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორაციით, ფესტივალი 2-4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს  გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. "ფესტივალის ფარგლებში,  ჩემპიონატების პერიოდში, დამსვენებლის მოსაზიდად ზამთრის გასართობი სოფლები მოეწყობა, დაგეგმილია პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები.  მთელი დღის განმავლობაში...

კალა-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობისზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. "ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, ამავე გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა,...

კალა-უშგულის მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ178-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. "ამავე საავტომობილო გზის კმ70-კმ178 (ხაიში-კალა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო, კმ100-კმ178...

ყოფილ ძალოვანებს პენსია გაეზრდებათ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, პენსია მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან გაიზრდება. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ყოფილი ძალოვნებისთვის პენსიის (კომპენსაციის) ზრდის შესახებ. განვმარტავთ, რომ მთავრობის წარდგინებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადდა და 2023 წლის 13 დეკემბერს საქართველოს...

ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი მესტიის ქვესადგურზე

მესტიის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მიმართავს: "მოსახლეობის საყურადღებოდ! სს "ენერგო პრო-ჯორჯიას“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარება კრიტიკულად არის გაზრდილი მესტიის ქვესადგურზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, შექმნილი მდგომარეობა და შესაძლებლობის ფარგლებში შეამციროთ ელექტროენერგიის მოხმარება, რაც ელექტროენერგიის ყველა აბონენტისთვის მიწოდებას გახდის შესაძლებელს."-ნათქვამია განცხადებაში.

მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტი იზრდება

მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 50 ლარით, 340-დან 390 ლარამდე იზრდება, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. „მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“. ცვლილების თანახმად, მიმდინარე წლის იანვრიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული...

ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა ფართოვდება

ფართოვდება ქრონიკულ დაავადებათა სამკურნალო მედიკამენტების პროგრამა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. “კერძოდ, 15 იანვრიდან შესაბამისი კატეგორიის თუ სტატუსის მქონე მოქალაქეები გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტს მთელი წლის განმავლობაში სრული დაფინანსებით მიიღებენ. ამასთან, შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს მთელი წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსდებათ: გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების; დიაბეტის (ტიპი...