“გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე”

8 დეკემბერს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერიაში, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გამართავს სისხლის უანგარო დონაციის აქციას. "მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში სიმწვავეს არ კარგავს უსაფრთხო სისხლის მარაგების პრობლემა. სისხლის კომპონენტების საჭიროება მუდმივად იზრდება. მათი მიწოდება ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დასჭირდეს, მათ შორის: ონკოპაციენტებს, მელოგინე დედებს, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, ავტოავარიაში...

“სვანეთის ხმები”

5 დეკემბერს, 19:00 საათზე, რუსთაველის ეროვნულ თეატრში, გაიმართება მურადი ფირცხელანის, რუსლან სტეფლიანის და გულვერ გერლიანის საიუბილეო კონცერტი "სვანეთის ხმები". საღამოს წარუძღვება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი და ანსამბლ ,,ბასიანის" სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე. პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით. ინფორმაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

“ლიტერატურული შემოდგომა”

ა(ა)იპ „მესტიის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის“ ორგანიზებით, ჩატარდა შემოქმედებითი საღამო „ლიტერატურული შემოდგომა“. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წარმოდგენა მესტიის ლეო ფილფანის სახელობის თეატრში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა. შემოქმედებით საღამოზე ეცერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, წარმოადგინეს პერფორმანსი ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“. ბავშვებმა საოცარი ოსტატობით წარმოაჩინეს ქართველი გენიოსის სულისკვეთება.

სვანეთის ტურისტული “დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდმა“ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში

სვანეთის ტურისტული "დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია შან-ლენდმა“ მონაწილეობა მიიღო, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "TT Warsaw", რომელიც 23-25 ნოემბერს გაიმართა. გამოფენა “TT Warsaw 2023”- ში 50 ქვეყნის 247 ტურისტული კომპანია იღებდა მონაწილეობას. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “TT Warsaw 2023”- ში მონაწილეობა დიდი შესაძლებლობა გახლდათ შემდეგი მიზნების მისაღწევად: სვანეთის,...

მესტია-უშგულის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია

საავტომობილო გზების დეპატამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ140-185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. "ამასთან, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო ამავე საავტომობილო გზის კმ140-185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი...

დავით ჯიშკარიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ხაიშში, მწერლის, დავით ჯიშკარიანის "ბუცები და ტყავის ჩექმა" პრეზენტაცია გაიმართა. დავით ჯიშკარიანი ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულია.

დავით მუშკუდიანი ჭაბუკ მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს

ერევანში, ჭაბუკ მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც წარმატებით ასპარეზობს მესტიის მუნიციპალიტეტის კრივის სკოლის წარმომადგენელი დავით მუშკუდიანი. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დავითმა ტურნირის ერთერთი ფავორიტი, ევროპის ორ გზის ფინალისტი გერმანელი სპორტსმენი დაამარცხა და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა. ნახევარფინლის საგზურისთვის ბრძოლა 29 ნოემბერს გაიმართება, სადაც ინდოეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდბა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარისა და შტორმის გამო, მოსახლეობას მოუწოდებს, სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. “საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად...

მესტიის მუნიციპალიტეტის მოკრივეთა გუნდის წარმატება

ქალაქ ფოთში, კახა ჟვანიას სახელობის ტურნირი გაიმართა, სადაც მესტიის მუნიციპალიტეტის მოკრივეთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 52 კილოგრამ წონით კატეგორიაშᲘ პირველი ადგილის მფლობელი გიორგი ნიგურიანი გახდა. 44 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ნიკოლოზ მუშკუდიანს ხვდა წილად, ხოლო 63 კგ კატეგორიაში მესამე საპრიზო პოზიცია გიორგი გულედანმა მოიპოვა.

 მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. უწყების ცნობით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს. “რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან...