მესტიას სტუმრობდა ნორვეგიის სამეფოს საქმეთა დროებითი რწმუნებული

მესტიის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ნორვეგიის სამეფოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, მარკო სოლდიჩი. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საელჩოს წარმომადგენელი შეხვდა მესტიის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, მერის პირველი მოადგილს, ნელი ნავერიანს, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის და საფინანსო სამსახურის უფროსებს. შეხვედრაზე განიხილეს მესტიის მუნიციპალიტეტში მიმდინარე აქტუალური საკითხები, განვითარების ხედვები და სამომავლო...

ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით,  ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი სახელმწიფო პროგრამა იწყება. ამასთან დაკავშირებით, 29 ივნისს, 11 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ღია კარის დღეს გამართავს. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ახალი პროგრამა 5 წლიანია და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება. პროგრამის პირველ ეტაპზე შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი,...

ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებაზე ჯარიმები გაიზარდა

პარლამენტმა 76 ხმით, მესამე მოსმენით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შეიტანა, რომლის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარით, ნაცვლად 20 ლარისა. წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს მფლობელის დაჯარიმებას 300 ლარით, ნაცვლად 50 ლარისა. ასევე,...

“გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე”

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს სისხლის ბანკი გთხოვთ ჩაერთოთ აქციაში „გაიღე სისხლი და გადაარჩინე სიცოცხლე“ - ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა გადასარჩენად, რათა აღმოიფხვრას სისხლის ბანკში არსებული დეფიციტი. 30 ივნისს, 11:00 საათიდან მესტიის საავადმყოფო-ამბულატორიულ გაერთიანებაში მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის მედპერსონლის მიერ მოხდება გამოკითხვის და არტერიული წნევის გაზომვის...

გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში

დღეს, მესტიის ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე პროგრამის პრეზენტაცია წარმოადგინა "სოფლის განვითარების სააგენტოს" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსმა გიორგი ქვარაიამ. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაფინანსდება, როგორც სასოფლო-საერიის ინფორმაციით, მეურნეო (გარდა პირველადი წარმოებისა) ასევე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, შემნახველი,...

ზუგდიდის თეატრის გასტროლები მესტიაში

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ხვალ, 24 ივნისს, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში გამართავს სპექტაკლს “აბუ და ბე” პატარა მაყურებლისთვის.

მესტიაში დაიწყება მიუსაფარი ცხოველების შესაბამისი პროცედურა

23 ივნისიდან, "მესტიის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული თვითმმართველობის" ორგანიზებით დაიწყება შინაურ ბინადარ ცხოველთა მონიტორინგის სპეციალური ინიციატივა, რომელიც მოიცავს უპატრონო და უმეთვალყურეო (მიუსაფარი) ცხოველების ქუჩიდან აყვანას და შესაბამის პროცედურებს, მათ შორის ვაქცინაციებს, კასტრაცია/სტერილიზაციას, დეჰელმენტიზაციას, რის შემდეგაც ცხოველები დაუბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოს. "გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ არ გსურთ თქვენს ცხოველს ჩაუტარდეს შესაბამისი პროცედურა -...

გამოცდები 2023 – ის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დაიწყო

აბიტურიენტებს, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებს, მაგისტრანტობის კანდიდატებს, მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ.  “შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა. ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები.  ცენტრი...

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა

USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა,  რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორ მუნიციპალიტეტებში სერვისების გაუმჯობესებას, ცხოვრების ხარისხის გაზრდას და ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამა ხელს შეუწყობს დიალოგს და პარტნიორობას ადგილობრივ თვითმმართველობას, მოქალაქეებს, არასამთავრობო და კერძო სექტორებს შორის, მუნიციპალური მმართველობის სისტემების, საჯარო სერვისების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი შემოსავლების გაზრდის მხარდასაჭერად.  USAID-ის ადგილობრივი...

ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინფორმაციით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ მთავრობის სხდომაზე. ერთ-ერთი საკითხი ეხება ორგანოთა ტრანსპლანტაციის ბიუჯეტში ცვლილებებს. მნიშვნელოვანია, რომ ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 ათას ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000...