“1-ელი ივლისიდან, გაზრდილ დახმარებას 233 000-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა”- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, წლების განმავლობაში, გაიზარდა სოციალურად დაუცველ ბავშვთა ფულადი სარგებელი და გაფართოვდა სოციალურ გასაცემელის მიმღები ბავშვების მოცვა. შედეგად, გაზრდილ სოციალურ გასაცემელს...
კალა-უშგულის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამეტნის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული მონაკვეთი დღეს, 08:00 საათიდან ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოების წარმოების გამო დაკეტილი იყო.
კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც, 2023 წლის 19 ივნისს 08:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
მესტიაში ნესტორ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
მესტიაში 17-18ივნისს, 11:00 საათზე, ჭიდაობა ძიუდოში სტარსტს აიღებს ათენის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორის, ნესტორ ხერგიანის სახელობის საერთაშორისო ტურნირი. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ 2012-2013 წლებში დაბადებული უმცროსი ჭაბუკები. ტურნირი მესტიის ლერი ნაკანის სახელობის სპორტულ ცენტრში გაიმართება.
მესტიაში “ქართული ხელოვნების ფესტივალი 2023“ გაიმართება
17 ივნისს, დაბა მესტიაში, სეტის მოედანზე "ქართული ხელოვნების ფესტივალი 2023“ გაიმართება. ღონისძიებაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის იქნება მესტიის ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „ბანგურიანი“. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტი ჩატარდება ორ ნაწილად. პირველი ნაწილი გაიმართება 12:00 საათზე მეორე ნაწილი დაიწყება 20:30 საათზე. ღონისძიება ქართული ფოლკლორის...
ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების დეტალურ განრიგს აქვეყნებს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. უწყების ცნობით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 6 ივლისიდან ჩაერთვებიან. 12 ივლისს ჩატარდება...
“ინფორმირებული და კანონიერი მიგრაციის მხარდაჭერა”
მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სააქტო დარბაზში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) გამართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე "ინფორმირებული და კანონიერი მიგრაციის მხარდაჭერა“. შეხვედრის მიზანი გახლდათ უსაფრთხო მიგრაციის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ადამიანით ვაჭრობა/ტრეფიკინგი, უვიზო მიმოსვლა, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები, საქართველოდან ემიგრაცია, საქართველოში დაბრუნება...
2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი იკრძალება
საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჰაერის დაბინძურების საკითხი ყველას გვაწუხებს. ჩვენს ქალაქში, დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში ძალიან დიდი პრობლემაა. დეტალური კვლევები გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა. მინდა მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ. ჩვენ დიდი ხანია, რამდენიმე წელია საწვავზე სტანდარტი დავაწესეთ...
მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სპექტაკლმა ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
3 ივნისიდან 10 ივნისის ჩათვლით სიღნაღის მუნიციპალიტეტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ "სიღნაღის თეატრალურ ფესტივალს“ მასპინძლობს. ფესტივალში მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით როგორც სახალხო სამოყვარულო თეატრალურმა დასებმა, ასევე პროფესიულმა სახელმწიფო თეატრებმა, სამოყვარულო დასებთან შექმნილი ერთობლივი სპექტაკლებით. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო, მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის სპექტაკლი „ბეთქილ“ მესტიის კულტურის...
სეტის ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო
დაბა მესტიაში, სეტის ცენტრალური სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი დაფინანსებულია სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკვერის და მიმდებარე არეალის სრული რეაბილიტაცია. სამშენელო სამუშაოები მოიცავს სხვადასხვა ტიპის საპარკე ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და ხის მასალებით. სკვერში მოეწყობა საბავშვო გასართობი და სავარჯიშო ზონები,...