საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 23 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დაიწყო და მიმდინარეობს – 12 საბავშვო ბაღის მშენებლობა „რეგიონის მასშტაბით 2021-2022 წლებში დასრულდა – 4 საბავშვო ბაღის მშენებლობა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა...
მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 15 პირია დაკავებული, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, დანაშაული სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას...
საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება
საქართველოს მთავრობამ იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიიცირებაზე მიიღო გადაწყვეტილება. საკანონმდებლო ცვლილების მიზანია, ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე ზრუნვას. ცვლილებების ამოქმედების შემდეგ: საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველი პირი გამოცდას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადების შეტანამდე ჩააბარებს; არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, სააგენტო აღარ დაიწყებს მოქალაქეობის...
მესტიაში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა
მესტიაში საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი გაუმართავმა ელექტრო კაბელებმა გამოიწვია.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მესტიაში
1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ა(ა)იპ მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება, რომელიც მოიცავდა სხვადასხვა აქტივობას ბაშვებისთვის. ლეო ფილფანის სახელობის სახალხო და ფოლკლორის თეატრის საგამოფენო სივრცეში მოეწყო სახელოვნებო სკოლის, სამხატვრო და ხელგარჯილობის ჯგუფების ნამუშევრების გამოფენა. გამოფენასთან ერთად მოსწავლეებმა ჩაატარეს მასტერკლასები ბავშვებისთვის. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, სადაც...
მთავრობა ავტოსადგურების სერტიფიცირებას და საქალაქთაშორისო მგზავრობის რეგულირებას გეგმავს
ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმის თაობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, უახლოეს ხანებში პარლამენტს გადაეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რეფორმის ფარგლებში ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს...
გურძემში საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
მარტვილის მუნიციპალიტეტის, გურძემის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. მარტვილის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარით მოეწყობა 2 331 მეტრი საავტომობილო გზა. ასევე მოხდება ლითონის მილების, მილ-ხიდების, რკინა-ბეტონის არხის და ბეტონის სათავისების მოწყობა. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება. პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 889...
ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში
ადგილობრივი მედიის გადარჩენისა და ჟურნალისტთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის “ჩვენი მედიასახლი” ინიციატივით, ტარდება ორდღიანი ტრენინგი თემაზე “სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში”. ტრენინგი შექმნილია კემბრიჯის უნივერსიტეტის ვიზუალური სთორითელინგის კურსის საფუძველზე. ტრენინგს წარუძღვება ნანო ქობალია,-კემბრიჯის უნივერსიტეტის აღნიშნული კურსის სერტიფიცირებული მონაწილე და ტრენერი ლონდონიდან. პირველი დღე: სთორითელინგი: •რა არის სთორითელინგი. •ეფექტური სთორითელინგის...
სოფელ არცხელის გზის და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
მესტიის მუნიციპალიტეტის მულახის ტერიტორიულ ერთეულში სოფელ არცხელის გზის და ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მიმდინრეობს ხიდის რკინა ბეტონის ბურჯების მოწყობის სამუშაოები. გზის მოწყობის სახელშეკრულებო ღირებულება 948 460 (ცხრაას ორმოცდარვა ათას ოთხას სამოცი ) ლარს შეადგენს. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი შეადგენს 700 მ-ს. სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში...
26 მაისის ღონისძიებების პროგრამა მესტიაში
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 26 მაისის აღსანიშნავად, ზუგდიდში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება. ღონისძიების ადგილი: სეტის მოედანი, პროგრამის დასაწყისი: 14:00 საათი. 14:00-20:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა • 14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: სხვადასხვა მასტერკლასი, სახის მოხატვა; • 14:00-18:00 - თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის...