ნაკრის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო

მესტიის მუნიციპალტეტის მერიის ინფორმაციით, ნაკრის ადმინისტრაციულ ერთეულში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 9 174 102 (ცხრა მილიონ ას სამოცდათოთხმეტი ათას ას ორი) ლარს. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 5 800 მეტრია და მესტიის მუნიციპალიტეტის, ნაკრის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრამდე მისასვლელ საავტომობილო გზას წარმოადგენს. უწყების ცნობით, საპროექტო მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი...

1 ნოემბრამდე თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. “თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ღამით კი +3, +5 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია,...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 26 ოქტომბერს საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ამომრჩევლებმა ხმის მიცემა ამ წუთებში, 08:00 საათიდან დაიწყეს. პირველად საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემითჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნები იქნება, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით...

ლახამულაში სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ლახამულის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის ცენტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 1 ღერძზე 1960 მეტრია, ხოლო მე-2 ღერძი 402 მეტრი. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებაა 1 803 960 (ერთი მილიონ რვაას სამი ათას ცხრაას სამოცი) ლარი. საავტომობილო გზა იწყება ცენტრალური გზიდან და მიემართება დაღმართზე. "ამ ეტაპზე მე-2...

მიწის სისტემური უფასო რეგისტრაცია 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების შესახებ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “მიწის სისტემური რეგისტრაცია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც განხორციელდა. მადლობა იუსტიციის სამინისტროს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, რომელიც უკვე გვაქვს. როგორც მოგეხსენებათ, ამ რეფორმის ფარგლებში, აიზომა მილიონ ნახევარი მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდა მილიონი...

24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 27 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. “თბილისში 24-25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით...

25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობამ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე, 25 ოქტომბერი უქმე დღედ გამოაცხადდა. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობის დადგენილებას საფუძვლად დაედო ცესკო-ს მიმართვა, რომლის თანახმად, ვინაიდან საარჩევნო უბნები განთავსებულია საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში, სამუშაო დღეებში მიმდინარე აქტივობამ, შესაძლოა, შეაფერხოს საარჩევნო უბნების დროულად მოწყობა. „ცესკო განმარტავს, რომ საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნების...

22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმციით, 22 ოქტომბრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე გამოიდარებს და დღის საათებში შედარებით დათბება. “თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი +4, +6 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18...

მესტიაში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მესტიის მუნიციპალიტეტში მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიება მესტიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, სსიპ მიხეილ ხერგიანის სახელობის დაბა მესტიის N2 საჯარო სკოლის დირექციის ორგანიზებით და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიებას მესტიის კულტურის და ხელოვნების ცენტრმა უმასპინძლა.

თინათინ რუხაძემ დაიკავა კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა თინათინ რუხაძემ დაიკავა. კულტურის ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. “მინდა, მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის განმარტებით,...