კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი- მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია ცალმხრივად. ამ დროისთვის გრძელდება გაწმენდითი სამუშაოების წარმოება ავტოტრანსპორტის გადაადგილების ორმხრივად აღდგენის მიზნით.

16-17 ოქტომბერს მესტიაში აღინიშნება მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების დღე

16-17 ოქტომბერს, მესტიაში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) და მესტიის მუნიციპალიტეტი ერთობლივად აღნიშნავენ მსოფლიო სურსათის დღეს და სოფლად მცხოვრები ქალების დღეს. ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, დამთვალიერებლებისა და მყიდველებისთვის ფერმერები აგრობაზარზე წარმოადგენენ სხვადასხვა ადგილობრივ...

კალა უშგულის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ180-კმ184 (კალა-უშგული) მონაკვეთზე გაძლიერებული ქვისცვენის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ქურაშის მე-12 საუკუნის ოთხთავს რესტავრაცია ჩაუტარდება-სამინისტრო

მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის თემის სოფელ ქურაშში წმინდა გიორგის ტაძარში დაბრძანებულ მე-12 საუკუნის ხელნაწერ სახარებას - ქურაშის ოთხთავს, რესტავრაცია ჩაუტარდება. ეცერის თემის წარმომადგენლებსა და ეროვნულ არქივს შორის მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა, რომლის ხელმომწერებიც, იუსტიციის სამინისტროსთან ერთად, სოფლისა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე, სვანეთის წარმომადგენლები - თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი და ვიტია ჯაფარიძე არიან....

თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს

სვანეთში, თეთნულდზე დაკარგული სამი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სვანეთის სათემო რადიო ავრცელებს. დაკარგულების შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთის მეუღლემ დღეს განაცხადა. მისი ცნობით მთამსვლელები 6 დღეა, რაც კონტაქტზე არ გამოსულან. სამძებრო სამაშველო სამუშაობში ჩართული იყვნენ ადგილობრივი სამაშველო ჯგუფი და კერძო სამაშველო ვერტმფრენი, რადგან სახელმწიფოს ასეთი ტიპის ერთი ვერტმფრენიც კი არ ჰყავს. დაახლოებით...

მესტიის მუნიციპალიტეტში 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ბეჩოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მაზერში, მულახის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჭოლაშში და დაბა მესტიაში, 50 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობის პირველი ეტაპი მიმდინარეობს. მესტიის მუნიციპალიტეტის მერისს ინფორმაციით, პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება შეადგენს 4 707 850 ლარს. პროექტის ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამი ახალი საბავშვო...

კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან

კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება. „COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ...

პოლიციამ მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისსა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს და სამი პირი დააკავეს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული დ.ვ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს....

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდება: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე...

მესტიაში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, გურიასა და მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 4 პირი. უწყების ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და...