28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ გაემგზავროს. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 2024 წლის 29 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა ქართულ მხარეს ოფიციალურად გადასცა ნოტა, რომლის თანახმადაც ჩინეთის...
მესტიაში “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” კანონპროექტის განხილვა გაიმართა
მესტიაში, ლეო ფილფანის სახელობის სახალხო ფოლკლორის თეატრში “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა გაიმართა. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, განხილვის დაწყებამდე, მედიასთან კომენტარი გააკეთა. საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მუშაობას 17 მაისს დაასრულებს და პარლამენტს საზოგადოების მოსაზრებებს წარუდგენს. კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვები სხვადასხვა რეგიონში გაიმართა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს
მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან მიღებულ შემოსავალს მალავს. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს. "კაპიტონ ჟორჟოლიანის საკუთრებასა და თანასაკუთრებაშია 7 ქონება, რომელთა დეკლარირება არ გააკეთა: 1,235 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული სახლი დაბა მესტიაში - თანასაკუთრება...
განათლების სამინისტრო-მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალი პროექტი, რომელიც ფართომასშტაბიანი საჯარო განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების მაქსიმალური ჩართულობით, საბოლოო ვერსიად ჩამოყალიბდა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს ინიციატივით ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვები რამდენიმე კვირის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და...
მესტიაში აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალი აშენდება
აშენდება ახალი ტერმინალი მესტიის აეროპორტში. უკვე შეირჩა კონკრეტული კომპანია „გრინ სტუდიო“, რომელმაც წარმოადგინა საუკეთესო პროექტი, აშენდება ახალი ტერმინალი, თანამედროვე სტანდარტების, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. "მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი იქნება თანამედროვე, ერთსართულიანი შენობა, რომელსაც აქვს თავისუფალი გეგმარება და ფუნქციურად შედგება გამგზავრებისა და მოფრენის ზონებისგან....
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. “ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და...
მეწყერის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 89-ე კმ-ზე, გზის სავალ ნაწილზე ჩამოსულია მეწყერი, რომელმაც ჩაკეტა საავტომობილო მოძრაობა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტექნიკის მობილიზება, რათა უმოკლეს ვადებში გაიწმინდოს გზის სავალი ნაწილი და აღდგეს საავტომობილო მოძრაობა.
მესტიაში “ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გაიმართა
მესტიაში, "ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. საგანმანათლებლო შეჯიბრებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები იღებდნენ. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის „მესტიის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის გუნდმა. მეორე ადგილზე გავიდა მესტიის N3 საჯარო სკოლის გუნდი, მესამე ადგილი...
ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორულ ცენტრში გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით “ო, ენავ ჩემო”
დედაენის დღესთან დაკავშირებით, მესტიის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულ ლეო ფილფანის სახელობის ფოლკლორულ ცენტრში, ა.ა.ი.პ "მესტიის ბიბლიოთეკის" ორგანიზებით, გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით "ო, ენავ ჩემო". მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ: ლენჯერის # 1 საჯარო სკოლა; ლენჯერის # 2 საჯარო სკოლა; წმ. ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართლმადიდებლური სკოლა გიმნაზია;...
ზუგდიდი-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ1-კმ185 (ზუგდიდი-უშგული) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, ამავე საავტომობილო გზის კმ185-კმ193 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.