საავტომობილო გზების დეპატამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ140-185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. "ამასთან, შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო ამავე საავტომობილო გზის კმ140-185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი...
დავით ჯიშკარიანის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა
ხაიშში, მწერლის, დავით ჯიშკარიანის "ბუცები და ტყავის ჩექმა" პრეზენტაცია გაიმართა. დავით ჯიშკარიანი ლიტერატურული პრემია "საბას" გამარჯვებულია.
დავით მუშკუდიანი ჭაბუკ მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობს
ერევანში, ჭაბუკ მოკრივეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც წარმატებით ასპარეზობს მესტიის მუნიციპალიტეტის კრივის სკოლის წარმომადგენელი დავით მუშკუდიანი. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დავითმა ტურნირის ერთერთი ფავორიტი, ევროპის ორ გზის ფინალისტი გერმანელი სპორტსმენი დაამარცხა და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა. ნახევარფინლის საგზურისთვის ბრძოლა 29 ნოემბერს გაიმართება, სადაც ინდოეთის წარმომადგენელს დაუპირისპირდბა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარისა და შტორმის გამო, მოსახლეობას მოუწოდებს, სანაპირო ზოლთან გადაადგილებისგან თავი შეიკავოს. “საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის, უხვი ნალექისა და შტორმის გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები მობილიზებული არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად...
მესტიის მუნიციპალიტეტის მოკრივეთა გუნდის წარმატება
ქალაქ ფოთში, კახა ჟვანიას სახელობის ტურნირი გაიმართა, სადაც მესტიის მუნიციპალიტეტის მოკრივეთა გუნდმა წარმატებით იასპარეზა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 52 კილოგრამ წონით კატეგორიაშᲘ პირველი ადგილის მფლობელი გიორგი ნიგურიანი გახდა. 44 კგ წონით კატეგორიაში მეორე ადგილი ნიკოლოზ მუშკუდიანს ხვდა წილად, ხოლო 63 კგ კატეგორიაში მესამე საპრიზო პოზიცია გიორგი გულედანმა მოიპოვა.
მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. უწყების ცნობით, დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს, ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. შესაბამისად, პაციენტს თანხის გადახდა არ მოუწევს. “რაც შეეხება ჩვენების გარეშე, პაციენტის მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებულ საკეისრო კვეთას, ან...
პოლიციამ მესტიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 20 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებულია უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის...
იდლიანში საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
მესტიის მუნიციპალიტეტის იდლიანის ტერიტორიულ ერთეულში, რკინა-ბეტონის საავტომობილო ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი მნიშვნელოვნად ამცირებს იდლიანის თემთან დამაკავშირებელ გზას და მისი ღირებულება 1400000 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს მესტიის მერის მოადგილე ირაკლი ქურდიანი ადგილზე გაეცნო. "აქვე გაგაცნობთ იდლიანის თემში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებს; მესტიის მუნიციპალიტეტის მერიამ კერძო პირებისგან...
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, კმ140-185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ30-კმ140 (ჯვარი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
“პირველკურსელ სტუდენტთა თანადაფინანსების” პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება დაიწყო
2023 წელს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულ, მესტიის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ პირველკურსელი სტუდენტებისთვის დაიწყო "პირველკურსელ სტუდენტთა თანადაფინანსების" პროგრამის ფარგლებში განცხადებების მიღება. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციიტ, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უკვე 10 წელია წარმატებით ახორციელებს აღნიშნულ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ყველა პირველკურსელი ფინანსდება 1500 ლარით. მუნიციპალიტეტის მასშტაბით 2013 წლიდან დაფინანსებულია 673 სტუდენტი. "განცხადების რეგისტრაციისთვის უნდა მიმართოთ...