ჯანდაცვის სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰორმონოთერაპია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა ონკოლოგიურ პაციენტს დაუფინანსდება. “მათ შორის არიან ის პაციენტებიც, რომელთა წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია. ცვლილებამდე, მათ აღნიშნულ მომსახურებები არ უფინანსდებოდათ. სიახლე შეეხებათ დაზღვეულ ვეტერანებსაც. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის...

ვიკა ფილფანი, შოვში, მოხალისედ წავიდა

მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, შოვში, მეგობრებთან ერთად, მოხალისედ წასული ვიკა ფილფანი ამბობს, რომ სტიქიის ზონაში, მოხალისედ იმდენი ხანი დარჩება, რამდენიც საქმეს დასჭირდება. ახლა მას და მის მეგობრებს, შოვში, მაშველები, სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაობის მონაწილეები "შოვის ანგელოზებს" ეძახიან. მესტიის ახალგაზრდა აქტივისტი, საკრებულოს წევრი, სვანეთისთვის გაკეთებული არაერთი კეთილი საქმის ავტორი, პროფესიით იურისტი, კულტურული მემკვიდრეობის...

დღეს გლოვის დღეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასა და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამასთან, სახელმწიფო დროშები დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველოს აფხაზეთისა...

7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.  შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. შოვში, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის ძალები და ავიაციაა ჩართული. ინფორმაციისთვის: შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია...

მესტიის მერიასა და კლუბ “დინამო თბილისს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას და საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საზეიმო ვითარებაში გაფორმდა. ღონისძიება „მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში“ გაიმართა და მემორანდუმს ხელი მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა და დინამო თბილისის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა, ლევან გვანცელაძემ მოაწერეს. მესტიის მუნციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საფეხბურთო სკოლის დაფუძნება უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში 6 წლიდან 12...

მესტიის მუნიციპალიტეტმა ლიეტუვის ქალაქ ტელშაის დელეგაციას უმასპინძლა

მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ლიეტუვის ქალაქ ტელშაის დელეგაციას უმასპინძლა, მათი ვიზიტი სვანეთობის დღესასწაულთან იყო დაკავშირებული. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის მერი და მერის მრჩეველი კულტურის და სოციალურ საკითხებში ლევან კიკვიძე შეხვდნენ ქალაქ ტელშაის მერს, ტომას კატკუს და მერიის წარმომადგენლებს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქალაქებს შორის არსებულ და მომავალ...

უშგულში სვანური სახლი ჩამოიშალა

უშგულში, სოფელ ჩაჟაში, სოგრატ ნიჟარაძის სვანური სახლი დაინგრა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი შვილი ფოთოლა ნიჟარაძე ავრცელებს და დახმარებისთვის შესაბამის უწყებებს მიმართავს. "პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ მადლობა უფალს ნანგრევებში, რომ არავინ მოყვა. უშგულიდან გვაცნობეს, რომ მამაჩემის სოგრატ ნიჟარაძის სვანური სახლი დაინგრა. სახლი, რომლის შეძენისათვის აღებული ვალების დაფარვას ჩემმა დედ მამამ...

ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1 აგვისტოს, 10:00 საათიდან დაიწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოცხადება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგის გამოქვეყნებით პირველი აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება. საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცნეტრის ინფორმაციით, ყველა საგნის პირველადი შედეგის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება სააპელაციო განაცხადების...

მესტიაში დღესასწაული “სვანეთობა” გაიმართა

მესტიაში ტრადიციული დღესასწაული "სვანეთობა" გაიმართა. სეტის მოედანზე გამოფენილი იყო ტრადიციული რეწვის ნიმუშები, ჩატარდა სვანური სამზარეულოს მასტერკლასები, მთელი დღის განმავლობაში სცენაზე მესტიის სხვადასხვა ანსამბლები წარდგნენ მაყურებლის წინაშე. საღამო კი ქართული ესტრადის ვარსკვლავების კონცერტით დასრულდა.

ჯანდაცვის სამინისტრო: თურქული წამლები საქართველოში არ გაძვირდება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკაში, მედიკამენტებისთვის ევრო/ლირის ფიქსირებული გაცვლითი კურსის გადახედვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოში იმპორტირებული თურქული მედიკამენტის ფასზე არ აისახება. “საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ლარის კურსი, თურქულ ლირასთან მიმართებით, 2023 წლიდან 46%-ით არის გამყარებული. შესაბამისად, ლარის გამყარების ფონზე, თურქეთში გაძვირებული წამლები საქართველოში მედიკამენტების ფასზე გავლენას ვერ იქონიებს და ქართული კომპანიები,...